24 ,25 და 26 თებერვალს “იმერეთნო” მონაწილეობდა ბაკურიანში, ფრისტალის ,სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილ “ჩემპიონატის სოფელში” . წარმოდგენილი ვიყავით ჩვენი პროდუქციის სრული ასორტიმენტით: ჩირი,ჩურჩხელა ,ტყლაპი .აღსანიშნავია რომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ტყემლის ტყლაპმა. ასევე დიდი ინტერესი და დაბნეულობა მოჰყვა, იმერული ტრადიციული წესით, ფელამუშში ამოვლებულ სიმინდს.კითხულობდნენ ნედლი სიმინდი იყო გამოყენებული თუ ხმელი , გვიწევდა ახსნა რომ სიმინდი არ გამოიყენება საკვებად და მხოლოდ გამშრალი ფელამუშის მისაღებად ვიყენებთ . სამი დღის განმავლობაში ასობით მომხმარებელმა დააგემოვნა ჩვენი პროდუქცია და ვიღებდით დადებით შეფასებებს.ჩვენთვის სასიხარულოა რომ გაგვიცნო როგორც ქართველმა,ისე უცხოელმა სტუმრებმა.მივიღეთ დიდი გამოცდილება, გავუმკლავდით ბევრ სირთულეს და მივაღწიეთ დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს: მონაწილეობა მიგვეღო აღნიშნულ ღონისძიებაში.