ყველა

კორბოული

ადგილმდებარეობა

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა და დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა,ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი. საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით,დასავლეთით ცხენისწყლით,ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით მესხეთის მთებით.სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან,იმერეთი ანუ ლიხისიქითა მხარე.იმერეთი იყოფა ორ ნაწილად:ზემო და ქვემო იმერეთად.იმერეთისქალაქებია:ქუთაისი,ზესტაფონი,წყალტუბო,სამტრედია, ჭიათურა,საჩხერე, თერჯოლა,ვანი, ხონი, ტყიბული, ბაღდათი და ხარაგაული სწორედ ზემო იმერეთის ერთ- ერთ ულამაზეს რაიონში საჩხერეში მდებარეობს ჩვენი კოხტა სოფელი კორბოული.თვითონ საჩხერე მდინარე ყვირილის ხეობაშია გადაჭიმული.

ხოლო სოფელი კორბოული მაღალმთიანი ზონაა და საჩხერიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს იგი მოიცავს ტერიტორიას, იმერეთის მაღლობის, ლიხის ქედის დასავლეთ მთისწინეთს. მდინარე დუმალასა და მისი შენაკადების გასწვრივ ჩადაბლებულ ტერიტორიებს იგი საჩხერის რაიონის ერთ-ერთი უდიდესი და მაღალი ზონის ულამაზესი სოფელია.

“ცა ფირუზი, კორბოული,

იმერეთის თვალი”

korboulis-adgilmdebareoba-2

სოფლის ფართობი შეადგენს 7,5კმ2, წინათ 1985-იან წლებამდე კორბოული როგორც სოფელი არ არსებობდა, იყო მხოლოდ კორბოულის სასოფლო საბჭო, რომელშიც ერთიანდებოდნენ მიმდებარe შემდეგი სოფლები:ნიგვზარა, შომახეთი, მაჭარაშვილები, კაპანაძეები, სისვაძეები და გოგალაძეები. მსოფლიოში ვერ შეხვდებოდა ადამიანი სოფლებს, რომლებშიც სოფლები და კოლმეურნეობები ჯგუფდებოდნენ გვარების მიხედვით, კორბოულის სას. საბჭოში შემავალი სოფლების ანალოგიურად. თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით კორბოულმა მიიღო სოფლის სტატუსი და მის შემადგენლობაში შედიან შომახეთისა და ნიგვზარის სოფლები, თვით სოფ. კორბოული კვლავაც ასრულებს მასში შემავალი სოფლების ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას. რამდენადაც სადღეისოდ იგი არის სოფლის გამგეობის საკრებულო და აერთიანებს ზემოთ დასახელებულ სოფლებს.

კორბოული საჩხერის რაიონული ცენტრს დაშორებულია 18 კმ-ით იგი მართლაც დიდი სოფელია ყოველმხრივ და ხშირად მას რაიონის მენახევრეს უწოდებენ.

სოფელი მდებარეობს თბილისი-გომი-ჭიათურის გზატკეცილის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფერდობებზე,ანუ გზატკეცილი მას შუაზე კვეთს.

დაშორება თბილისიდან კორბოულამდე არის 145 კმ,ხაშურამდე 55 კმ, ჭიათურამდე 25 კმ.

korboulis-adgilmdebareoba-5

კორბოულის გეოგრაფიული კორდინატებია: ჩ.გ.420 24 ,აღ. გ. 430 58I  . მას ესაზღვრებიან ჩრდილოეთიდან-სოფლები გორისა,მოძვი და ჯალაურთა. სამხრეთიდან-მდინარე ძირულა,სოფლები ხვანი, ჭალვანი და ლიჩი.აღმოსავლეთიდან-ჯავის და ყორნისისრაიონის სოფლები, ხოლო დასავლეთიდან-ჭიათურის რაიონის სოფლები-ბერეთისა და უსახელო. სოფლის ტერიტორიას შემოსაზღვრავენ ჩრდილოეთიდან-ჩიჩინას გორა, დღევანდელი შინმოუსვლელთა გორა და მდინარე ფრონე. სამხრეთიდან მდინარე ძირულას ხეობა მარჯვენა სანაპიროთი. აღმოსავლეთიდან-ეწრების და ესიების სერები. დასავლეთიდან მაღალი ვაკეები და სერები, ჭიათურის სოფლებთან ერთად.

სოფლის ტერიტორია ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზეა. ყველაზე დაბალ ადგილად ითვლება მდინარე დუმალას ჭალა ზღვის დონიდან 800 მეტრამდე, ხოლო ყველაზე მაღალ ადგილად გორაძირის ორი ჩამქრალი ვულკანების კონუსები-პირველის სიმაღლე ზღვის დონიდან 1108,6მ, ხოლო მეორისა 1091,მ.

სოფლის ტერიტორიაზე გვხვდება გამოქვაბულები, კარსტული ძაბრები და მღვიმეები კირქვული ნაღვენთებით

რუკა

როგორც მოგახსენეთ კორბოული საკმაოდ დიდი სოფელია და მას რაიონის მენახევრესაც უწოდებენ. მის შემადგენლობაში შედის კიდევ ორი საკმაოდ მოზრდილი სოფელი : ნიგვზარა და შომახეთი. სოფელი კორბოულის ტერიტორიაზე განლაგებული არიან შემდეგი საზოგადოებრივი, სასწავლოდა ადმინისტრაციული შენობები:ამბულატორია, საკრებულო, სოფლის ბაზარი, 3 საჯარო სკოლა:კორბოულის პირველი,კორბოულის მეორე და ნიგვზარის საჯარო სკოლები,2 საბაზო სკოლა:სისვაძეების და შომახეთის,3 დაწყებითი სკოლა. სოფელში მოსახლეობა ცხოვრობს გვარების მიხედვით .ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს ჩვენი გვარები და ძალიან ვუფრთხილდებით გვარის პატიოსან სახელს. მით უმეტეს სასიამოვნოა როდესაც მთელ ცხოვრებას შენს სისხლით ნათესავებთან, ბიძაშვილებთან გაატარებ.მათთან ერთად გაიზიარებ ჭირსა და ლხინს.ეს მკვეთრად ამძაფრებს გვაროვნული სიამაყის გრძნობას.იშვიათად რომ უბანში სხვა გვარის წარმომადგენელი გაერიოს. უბნებსაც შესაბამისად გვარების მიხედვით ჰქვია სახელები. დაწვრილებით უბნებისა და შენობების განლაგება იხილეთ მოცემულ რუკაზე .მოსწავლეებმა შეადგინეს და კომპიუტერში დაამუშავეს ჩვენი სკოლის  მიმდებარე ტერიტორიის გეგმა და რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ მასაც.

4177196765_742a423bbd_b Created by Readiris, Copyright IRIS 2007

ფლორა და ფაუნა

სოფელ კორბოულის ფლორა და ფაუნა თავის მკაცრ კლიმატურ პირობებთან შედარებით არც თუ ისე ღარიბია.მართალია ბანანი და ანანასი არ მოდის, მაგრამ ხარობს იმ კულტურების უმრავლესობა რომელიც საქართველოშია გავრცელებული.ერთი ეგაა რომ კულტურულ მცენარეებს მსხმოიარობის მიღწევამდე და მოსავლის მიღებამდე ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი დრო და ჯაფა სჭირდება.არც ნაყოფი გამოირჩევა დიდი ვიზუალური ბრწყინვალებით. სამაგიეროდ რაც მოდის ნატურალურია და მარგებელი.ბევრჯერ მინახავს ქართლის მკვიდრთ თავის წამლით გაჭყეპილი ხილი რომ გაუყიდიათ ბაზარში,შემდეგ ჩვენი შეუძენიათ თავიანთი ბავშვებისთვის და უთქვავთ:-“ეს შეუწამლავიაო”. კორბოულელი გამრჯე გლეხის ეზოში რას აღარ შეხვდები: კაკალს,თხილს, ჯონჯოლს,თუთას,ვაშლს,მსხალს,ქლიავს,ალუბალს,,ლეღვს, ძირითადათ წითელი ჯიშის ყურძენია გავრცელებული,კერძოდ კი ძელშავი და ადესა. ერთწლიანი მცენარეებიდან კი ძირითადათ მოსახლეობა სიმინდისა და ლობიოს მოყვანას მისდევს.ზოგმა შეიძლება თქვას ეგ რა ბედენააო,მაგრამ განა ლობიომ არ გადაარჩინა საქართველო გაჭირვების წლებში?თან აქ მოყვანილი ლობიო ძალიან გემრიელია და გამძლე ჭია-მატლი არ უჩნდება და ზამთარში კარგად ინახება. შინაური ცხოველებიდან გავრცელებულია:ძროხა, ცხვარი,ღორი.შინაური ფრინველებიდან ქათამი და ინდაური. ველური ჯიშის მცენარეებიდან ტყის მასივებში გავრცელებულია ცაცხვი,მუხა,წიფელა, რცხილა,ფიჭვი,წაბლი,ბზა და ა.შ. საჩხერის სოფლების უმრავლესობა ჩვენს ტყეებში მოჭრილი შეშით მარაგდება,აქ იჭრება სამასალე ჯიშებიც,შედეგად ტყე იჩეხება და ეკოლოგია სავალალო მდგომარეობაშია. თუმცა სახემწიფომ უკვე დაიწყო ტყეების დაცვის პოლიტიკის გატარება. ტყეებში ბინადრობენ ყველა ის გარეული ცხოველები რომლებიც დამახასიათებელია მთელი საქართველოს ბარისა და მთის ზონებისათვის. ესენია: მელა,დათვი,მგელი,ტურა,ციყვი,კურდღელი,კვერნა,მაჩვი,ღორი,ქვეწარმავლები, მობინადრე და გადამფრენი ფრინველები. მდინარეებში უხვადაა გთევზები:ნაფოტა,წვერა,ღორჯო,კალმახი,გველენა. ფლორასა და ფაუნას იცავს ქვეყანაში შექმნილი საეგერო სამსახური. კორბოულის ფლორიდან სამედიცინო თვალსაზრისით საინტერესოა შემდეგი მცენარეები:

მოცხარი ,პიტნა ,ჟოლო ,თუთა ,ანწლი ,ასკილი ,მოცვი ,ჯინჭარი ,მუხა ,ფიჭვი , ცაცხვი ,მარწყვი ,კუნელი ,გვირილა ,ქაცვი .

ჰავა

კლიმატი და შესაბამისად ჰავა ჩვენ სოფელში მკაცრია მკაცრია,რაც მართალია, მართალია.იგი მკვეთრად განსხვავდება თვითონ საჩხერის და რაიონის სხვა სოფლების ჰავისაგან.პროექტზე მუშაობის დროს ინფორმაციის მოსაგროვებლად რამოდენიმეჯერ მოგვიწია საჩხერეში ჩასვლა.ჩვენთან თუ დაბალი ტემპერატურა იყო და სუსხიანი ქარი ქროდა,საჩხერეში ჩასულებს თბილი და წყნარი ამინდი გვხვდებოდა.თბილ ლაბადებში ჩაცმულებს ოფლი ღვარად ჩამოგვდიოდა სახეზე და თხელ ქურთუკებში გამოწყობილი საჩხერლები გაკვირვებულები შემოგვყურებდნენ.

სამაგიეროდ ზაფხულში ჩვენთან პირდაპირ მისწრებაა,თავი სამოთხეში გეგონება.ტყიდან მონაბერი სუფთა და გრილი ნიავი საამოდ ესალბუნება გულსა და სულს,პირდაპირ სააგარაკო ადგილია.ქალაქში წასული მოსახლეობა დასასვენებლად უბრუნდება თავის მშობლიურ კერას და არც სტუმრების ნაკლებობას განვიცდით.

ისე მკაცრ კლიმატურ პირობებსაც აქვს თავისი დადებითი მხარე.ის ხომ ადამიანის ხასიათსა და ჯანმრთელობას აკაჟებს.

IMG_2102

კორბოულის ტერიტორიაზე მდებარეობს მეტეოროლოგიური ქვესადგური.

კორბოულის ტერიტორია მოქცეულია (ისევე როგორც მთელი საქართველო) სუბტროპიკულ სარტყელში. ტენიანი სუპტროპიკული ტყეების ბუნებრივ ზონაში. ჰავა ტენიანი სუპტროპიკულიდან გარდამავალია მშრალი სუბტროპიკულისაკენ. აქ ზამთრისა და ზაფხულის ხანგრძლივობები თითქმის თანაბარია. ზოგჯერ ( მაგალითად 2007 წელს) გაზაფხულის სეზონი არც ყოფილა. ზამთარი თითქმის პირდაპირ შეიცვალა ზაფხულით და ჩვენც ლაბადები პირდაპირ შევცვალეთ მაისურებით. სოფელში ზამთარი უმეტეს შემთხვევაში უხვთოვლიანია , თანაც თოვლის საფარველი მდგრადია. სოფლის მცხოვრებნი ხშირად ამბობენ ,,დეკემბრის თოვლიო-შემონახული ლორიო”. ეს ნიშნავს რომ ამ თვეში მოსული თოვლი დიდხანს ძლებს,ისევე როგორც ლორი და გაზაფხულამდე ადგილიდან ძვრას ვერ უზავ.. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1180 მმ. ნალექიანია მარტი და აპრილი, ასევე ნოემბრის თვეები. სოფელში უცივესი თვის იანვრის საშ. ტემპერატურა შეადგენს -7 გრადუსს, ზოგჯერ -17 გრადუსამდე.ხოლო უთბილესი თვის ივლისის საშ.ტემპერატურა 25 გრადუსს, ზოგჯერ 38 გრადუსს აღწევს.

4178223868_e6cf4ef324_o

შავი ზღვის დასავლეთით მდებარეობის და მოსაზღვრეობის გამო კორბოულში ქრის ზაფხულობით ქვენა ანუ დასავლეთის ქარი.

ხოლო ზამთრობით ზენა ანუ აღმოსავლეთის ქარი. ეს კანონზომიერია, მაგრამ კანონზომიერება ზოგჯერ ირღვევა ხოლმე და ზაფხულობით ქვენა ანუ დასავლეთის ტeნიანი ქარის მაგიერ ქრის ხოლმე აღმოსავლეთის საკმაოდ ძლიერი 20-25 მ/წამში ქარი,

რომელიც ცნობილია ზაფხულის ფიონის სახელით. ფიონი დიდ ზიანს აყენებს ხოლმე სოფლის მეურნეობას. იგი სწრაფად აშრობს ნიადაგიდან ტენს. ხეებიდან ძირს ყრის მოუსვლელ ხილს. აქვეითებს ნათესების მოსავლიანობას. ამცირებს საძოვრების შესაძლებლობებს და ა. შ. შემოდგომაზე ხშირია ხორხოშელა და ნაადრევი ყინვები.ხოლო გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში ელჭექისა და ძლიერი სეტყვის, ხეხილის პირველი მტერის, თანხლებით. სოფელში ღრუბლიან ღრუბლიან დღეთა ოდენობა 200 მდეა.

ბუნებრივი რესურსები

ჰავის მკაცრი თავისებურებები აყალიბებენ მდინარეთა შესაბამის ქსელს. როგორც აღvნიშნე მთ. მდინარეებია ფრონე და ძირულა ნაწილობრივ.ხოლო დუმალა საკუთრივ კორბოულისა- შენაკადებითურთ. ძირულა სათავეს იღებს ერწოს ტბის ქვაბულიდან. აქვს მარჯვენა შენაკადები კორბოულის მხრიდან- გაბანდულა, საკანაფურა,საჩქეფელა და სხვა. მდ. დუმალა სათავეს იღებს ბოგიწვრებისა და ეწრების სერებიდან, ისინი ძირითადად საზრდოობენ ატმ. ნალექებით- მცირედად მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულობით თოვლის მასიური დნობისას, წყალმოვარდნა კი თავსხმა წვიმების დროს.

4178180062_e2c1ec6d63_o

მდინარეთა ეკონომოკური გამოყენება შეიძლება ძირულაში- ჰესებში. იგი მთის ენერგიული მდინარეა. საბჭოურ ეპოქაში მასზე მუშაობდა ძირულჰესი, ეხლა კი მის ხეობაში მცხოვრებთ აქვთ ამხანაგური მცირე სიმძლავრის ჰესები. რაც შეეხება დუმალას იგი შრობადია და ხასიათდება განსაკუთრებული თვისებებით. ამიტომ მისი გამოყენება სამრეწველო თვალსაზრისით არ ხდება. გარდა იმისა რომ კორბოულისა და ბერეთისის საზღვარზე მოწყობილია დიდი წყალსაცავი , საიდანაც წყალი იტუმბება ჭიათურის სოფლებში მოსარწყავად.

მდ. ფრონე მცირეა, იგი დუმალასთან ერთად ჭიათურის ტერიტორიაზე უერთდება საკრაულას დაჩხირიმელასთან ერთად ორივენი ძირულას უერთდებიან.

კორბოულში ტბები არაა.

სოფელი კორბოული ბუნებრივი რესურსებით განებივრებული არაა. მას აქვს ტყის მასივები,როგორც ფართო ფოთლოვანი,ასევე წიწვოვანებიც.მწირი სათიბებიდა საძოვრები. ფლორისა და ფაუნის გარკვეული ტიპი.ბუნებრივი და რადიოაქტიური წყაროები.

სოფლის მიწის ფონდი შეადგენს 7435 ჰა-ს,რომელიც ასევე მწირია.ნიადაგის სახეებიდან წარმოდგენილია:მთის ნიადაგები,

კვარცის ქვიშები

ეწერ ნაცრისფერი,ტუტე და ალუვიური ნიადაგები.

მიწის ფონდი განაწილებულია შემდეგნაირად:

სახნავი-2150 ჰა

საძოვარი-1315 ჰა

მრავალწლიანი ნარგავები-7 ჰა

სათიბი 40 ჰა

რეზერვი-20 ჰა

ტყე ,ბუჩქნარი-3098 ჰა

დანარჩენი ნიადაგები-805 ჰა

პრივატიზაციის დროს თითოეულ გლეხს დაურიგდა 1,25 ჰა,სულ 2600 ჰა.

წიაღისეულიდან კორბოულში უხვადაა ფაიფურ-ფაინსის და მინის ტარის წარმოებისთვის კვარცი და ქვიშა,დანალექი კირქვები,ბაზალტი.აქ არისტუფოგენური მასები.ვარაუდია რომძირულის ხეობაში და გორაძირის მიდამოებში არისურანი.


მოსახლეობა

კორბოულში 2073. აქედან ზოგიერთები დროებით მცოვრებნი არიან, ხოლო ზოგიერთები სოფელში რეგისტრირებულნი არ არიან, მაგრამ აქ ცხოვრობენ. მოსახლეობის სულადობა შეადგენს 6781 კაცს. მოსახლეობის ეროვნული შედგენილობა თითქმის ერთფეროვანია. მოსახლეობის დიდი ნაწილი განსახლებულია წყნარ უპრობლემო, ძირითადად მცენარეთა გასწვრივ ხეობებში – იქ აღინიშნება სიმჭიდროვე, მაგრამ ისეთი ადგილებიცაა, სადაც მოსახლეობა საერთოდ არაა, ცუდი და რთული პირობების გამო. საშუალო სიმჭიდროვე 1კმ2 შეადგენს 12 კაცს. დღეისათვს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სამუშაოდ გასულია ქვეყნის გარეთ.

კორბოული საარსებო რესურსებით ნაკლებ უზრუნველყოფილია და მკაცერი კლიმატური პირობებით ხასიათდება.

საშუალო განათლების მიღებისთანავე მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა იმავე წელს ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში.

Capture

კორბოულმა მეორე მსოფლიო ომში სამშობლოს დასაცავად პირველსავე გამოცხადებაზე გაისტუმრა 958 კაცი, 535 კაცი შეეწირა სამშობლოს

როგორც მთელ საქართველოში, კორბოულშიც ბუნებრივი ნამატი დაბალი იყო, ხოლო სადღეისოდ ეს პროცესი თანდათან სტაბილური ხდება. ეს აიხსნება წინა წლებში  ქვეყანაში არსებული კონფლიქტებითა და ეკონომიკური კრიზისებით, რომლებიც სადღეისოდ ისტორიას ჩაბარდნენ. სიკვდილიანობის რიცხვი მაღალია ხანდაზმულთა ხარჯზე.

კორბოულში გავრცელებული გავრები არიან : გოგალაძეები,გაფრინდაშვილები,კაპანაძეები,კილაძეები,გოგატიშვილები,გულიაშვილები,ბასილიძეები,

არჯევანიძეები,ცერცვაძეები,სისვაძეები,ტალახაძეები,ტეფნაძეები,შეყლაშვილები,მაქაძეები,

ღონღაძეები,ბუხრაიძეები,ნოზაძეები,ცარციძეები,ხომასურიძეები და ა.შ.

ობის ეკლესიაღვისმშობლის სახელობის “წითელი” ეკლესიაშომაეთის ზარნალის წმ. გიორგის ეკლესია

Related Posts

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *